სიახლეები

Makita 12V max CXT® უსადენო ინსტრუმენტის პლატფორმა

კომფორტული და კომპაქტური
CXT® (Compact eXtreme 12V Max) არის კომპაქტური და მსუბუქი უსადენო ხელსაწყოების პლატფორმა კომფორტული, პროფესიონალური მუშაობისთვის. მუშაობს ერთი ტიპის 12 ვ ბატარეაზე. სლაიდერული ტიპის ლითიუმ-იონური ბატარეები უზრუნველყოფს უმაღლეს ერგონომიკასა და წარმადობას.

12V Max CXT® ხელსაწყოები აღჭურვილია მძლავრი, უნახშირო ძრავებით ხანგრძლივი მუშაობისთვის, მეტი სიმძლავრისა და ხელსაწყოს სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებისთვის. კიდევ უფრო ხანგრძლივი მუშაობისთვის, 12V Max CXT® პლატფორმა მოიცავს ეფექტურ 4.0 ამპერ/საათიან ბატარეას.

CXT® პლატფორმა წარმოადგენს სიმძლავრის, წარმადობისა და კომპაქტური ზომის კომბინაციას. მრავალკონტაქტური სლაიდერული ტიპის ბატარეები უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობას მაღალი ვიბრაციის გარემოში. CXT 12V ლითიუმ-იონური ბატარეები დიზაინით მსგავსია 18V პლატფორმის ბატარეების. მეხსიერების ეფექტის არქონის გამო, ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დატენოთ ბატარეა ნებისმიერ დროს, მიუხედავად მისი დამუხტვის დონისა.

CXT® პლატფორმა მოიცავს 90-ზე მეტ Makita-ს ინსტრუმენტს ძირითადი სამშენებლო და სამონტაჟო ოპერაციებისთვის.