სიახლეები

Makita 40V XGT: მეტი სიმძლავრე - მეტი შესაძლებლობა!

ტექნოლოგიები

Makita 40V XGT ტექნოლოგია

XGT - ნამდვილი გადაწყვეტილება მომთხოვნი ინდუსტრიული ოპერაციებისთვის - ხელსაწყოების ინოვაციური კონსტრუქციისა და უფრო მაღალი სიმძლავრის ბატარეების კომბინაცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ პროდუქტიულობას უსადენო ინსტრუმენტის სეგმენტში.

ჭკვიანი ტექნოლოგია

XGT სერიის ინსტრუმენტებისა და ბატარეებში ჩაშენებულია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არა მხოლოდ ბატარეას აკავშირებს ხელსაწყოსთან, არამედ ხელსაწყო ასევე ურთიერთობს ბატარეასთან. შედეგად ვიღებთ ციფრულ კომუნიკაციას რეალურ დროში, რომელიც აქტიურად აკონტროლებს სითბოს, გადატვირთვის და ზედმეტი განმუხტვის მაჩვენებლებს.

 ტექნოლოგია უზრუნველყოფს 2-ჯერ მეტ მუშაობის ხანგრძლივობას მომთხოვნი ინდუსტრიული სამუშაოების დროს.

უნახშირო ძრავები აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის იშვიათ მიწათა მაგნიტებით ინსტრუმენტის მაქსიმალური სიმძლავრისა და მუშაობისთვის.

ინსტრუმენტისა და ელემენტების დამცავი სამდონიანი სტრუქტურა, კონტაქტების მოწინავე დიზაინით შექმნილია წყლისა და მტვრის წინააღმდეგობის გაწევისთვის სამუშაო ადგილის ყველაზე რთულ პირობებში.

XGT დამტენი მოწყობილობა და გაგრილების ორი ვენტილატორი ციფრულად ურთიერთობენ დატენვის პროცესამდე, უშუალოდ დამუხტვის დროს და აფასებენ თითოეული ბატარეის მდგომარეობას სტაბილურად სწრაფი დამუხტვის უზრუნველსაყოფად.


მნიშვნელოვანი მომენტი - თქვენ ასევე შეგიძლიათ დატენოთ LXT პლატფორმის ბატარეები XGT დამტენ მოწყობილობაზე ADP10 ადაპტერის გამოყენებით