ანტიფრიქციული, მრავალმიზნობრივი, წყალმედეგი პლასტიური საფოხი გამოიყენება ყველა ტიპის საკისრის, შარნირული, კბილანა და სხვა ტიპის გადაცემათა მექანიზმების, ელექტრომანქანების საფოხად. გამოირჩევა მექანიკური და ქიმიური სტაბილურობით, ინარჩუნებს წყალმედეგობას მდუღარე წყალშიც კი. მუშათუნარიანია -40-დან +120 ცელსიუსის გრადუსამდე ტემპერატურაზე. ტექნიკურ ხსნარებთან და საფოხ მასალებთან მუშაობისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. წარმოების ქვეყანა: რუსეთი მწარმოებელი: შპს "ტექტრონ", რუსეთი