Complex Service


ხარისხიანად, დროულად, საიმედოდ

პატივცემულო მომხმარებელო!

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომხმარებელი (ძირითადად) მიმართავს სერვის ცენტრს ცუდ განწყობაზე, როდესაც აქვს პრობლემა, ეჩქარება, კარგავს დროს, ფულს, ცდილობს გამოსავლის პოვნას და ნერვიულობს ამის გამო. იმისთვის რომ გავხადოთ ურთიერთობა სერვისთან უფრო ნათელი, კომფორტული და ნაყოფიერი, გთხოვთ, გაეცანით ინსტრუმენტის შეკეთების ეტაპებს დეტალურად (თითოეული ეტაპის გვერდზე დააწკაპუნეთ + სიმბოლოს). წაკითხვის შემდეგ დააჭირეთ X და გადადით შემდეგ ეტაპზე.

მნიშვნელოვანი მომენტი - ჩვენ და ჩვენს თანამშრომლებსაც ალალად გვჯერა, რომ ვასრულებთ კარგ, დადებით მისიას - ვეხმარებით ადამიანებს. ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვაკარგინებთ ამ რწმენას ხმამაღალი ან აგდებული საუბრით, ჩხუბით, აგრესიით და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თანამშრომელს ენიჭება უფლება უარი თქვან თქვენთან ურთიერთობაზე და აღარ მოგემსახურონ. ფული უდავოდ მნიშვნელოვანია ბიზნესში, მაგრამ ჩვენთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს კომფორტული გარემო და ერთამნეთის პატივისცემა, ასე რომ, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირნათლად შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა!

რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გადაგიხდით და პატარა საჩუქარსაც მოგართმევთ, თუ გაგვიზიარებთ თქვენს იდეას (მაგალითად, როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი მომსახურება უფრო ეფექტური), გამოცდილებას ან მოგვცემთ შენიშვნას - თუ ამის ღირსები ვართ - დაგვიჯერეთ, ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და მალევე გამოვასწორებთ შეცდომას.