გარანტია

საგარანტიო პირობები ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც შეძენილია 2019 წლის 1 მაისიდან. გარანტიას უზრუნველყოფს „მაკიტა“ (Makita)

ეს გარანტია არ ახდენს გავლენას თქვენს სამომხმარებლო, კანონიერ უფლებებზე ან თქვენს უფლებებზე გამყიდველის მიმართ, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე.


მაკიტა-ს (Makita) ყველა პროდუქტი საგულდაგულოდ მოწმდება და ტესტირდება ქარხნიდან გასვლამდე. ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში, მაღალი ხარისხის აღჭურვილობაც კი დროდადრო საჭიროებს პროფილაქტიკურ სამუშაოებს და შეკეთებას. ჩვენ გთავაზობთ გარანტიას ჩვენი პროდუქციისთვის შემდეგი პირობებით:


რას მოიცავს გარანტია?


გარანტია ვრცელდება მაკიტა-ს (Makita) სავაჭრო ნიშნის ყველა ხელსაწყოზე, რომელიც EAC ქვეყნებს მიეწოდება იმპორტიორ შპს მაკიტა-ს (Makita) მიერ.

გარანტია მოიცავს ყველა დეფექტს გამოწვეული მასალების არასათანადო ხარისხით და წარმოების შეცდომების გამო.


საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:


1.1 მომხმარებლის მიერ ექსპლუატაციის და ხელსაწყოს სათანადოდ გამოყენების ინსტრუქციის დაუცველობა
1.2 კორპუსის მექანიკური დაზიაწების არსებობის შემთხვევაში (ბზარები, ნატეხი, ჩანაჭყლეტი და ა.შ.)
1.3 ელექტრო კაბელის იზოლაციის მექანიკური დაზიანება
1.4 გამანაწილებელი მუშტა ლილვის დაზიანება (დეფორმაცია)
1.5 აღჭურვის დამჭერი ლილვის დაზიანება (დეფორმაცია) ბენზო ან ელექტრო სათიბებში/ბალახის საკრეჭებში;

დაზიანიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია:

2.1 აგრესიული მოპყრობის და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით;
2.2 სავენტილაციო სარქველების მეშვეობით ხელსაწყოს შიგნით უცხო სხეულების მოხვედრით;
2.3 ძრავის გაგრილების სარქველების დაბლოკვა დამუშავებული მასალის ნარჩენებით ან მწერებით;
2.4 წყლის ტუმბოების ნაწილების შიდა ზედაპირებზე უცხო ნაწილაკების დალექვა;
2.5 საწვავ-საპოხი მასალების გამოყენება ბენზინის ხელსაწყოებთან ერთად, რომლებიც არ შეესაბამება ძრავის ტიპს ან არ არის რეკომენდებული მწარმოებლის მიერ და იწვევს დგუშის არხებში დგუშის რგოლების გაჭედვას, ცვეთას, ნაკაწრებს ცილინდრისა და დგუშის სამუშაო ზედაპირზე. ინფორმაცია რეკომენდებულ ზეთებსა და საწვავის შესახებ მითითებულია ხელსაწყოს სახელმძღვანელოში;
2.6 ცილინდრის/დგუშის ჯგუფის საყრდენი საკისარის განადგურება ან დნობა;
2.7 ბენზინის ხელსაწყოების გამოყენება დაზიანებული, დაბინძურებული ან საჰაერო/საწვავის ფილტრის გარეშე;
2.8 ხელსაწყოს შიდა კორპუსში ლითონის ნაწილების ზედაპირზე ჟანგის არსებობა არასათანადო წესით შენახვისა და გამოყენების გამო;
2.9 ნაკეთობის ნორმალური ცვეთის პირობებში გამოწვეული შედეგების ან ხელსაწყოს არადროული შეკეთების შემთხვევაში (მომსახურების საჭიროება ხელსაწყოს ნომინალური დატვირთვის დროს და მცოცავი კონტაქტების (ნახშირების) რესურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ინსტრუმენტის მოხმარების სახელმძღვანელოში);
2.10 ხელსაწყოს გამოყენება გაუმართაობის აშკარა ნიშნებით (სიმძლავრის ვარდნა, უცხო, არადამახასიათებელი ხმაური და ვიბრაცია, ნამწვის სუნის გაჩენა);
2.11 ხელსაწყოს გამოყენება ისეთი აღჭურვილობით, რომელსაც აქვს დაზიანება ან ხელსაწყოს ტიპის და სიმძლავრის შეუსაბამოა;
2.12 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხელსაწყოს დამოუკიდებლად შეკეთების მცდელობა, რაც დასტურდება, მაგალითად, კორპუსის ნაწილების არასათანადო აწყობით; ინსტრუმენტის კორპუსის შიგნით გარკვეული კომპონენტების არარსებობის გამო; დამახასიათებელი ნიშნები დამაგრების ხრახნებზე იმ შემთხვევაში, როდესაც სერვისცენტში მიმართვა პირველად ხდება; ხელსაწყოს ნაწილების დამოუკიდებლად შეზეთვა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ექსპლუატაციის სატელმძღვანელოშია მითითებული;
2.13 ხელსაწყოს ან აღჭურვილობის გადატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გაუმართაობა, რომელმაც გამოიწვია ელექტროძრავის, გენერატორის ნაწილების ან სხვა კვანძებისა და ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა;
ძრავის გადატვირთვის უპირობო ნიშნებია: ხელსაწყოს ნაწილების და გადაბმების გაუფერულება, დეფორმაცია და დადნობა;სტატორისა და როტორის ხვიების იზოლაციის ერთდროული დაზიანება;
2.14 სტატორის ხვიის გახურების შედეგად ელექტროენერგიის პარამეტრების შეუსაბამისობა ნომინალურ ძაბვასთან: ხელსაწყოს სახელურებზე ან საცვლელ აქსესუარებსა და მათ დამჭერ ნაწილებზე (ხერხი, დანები, ბურღები, ფრეზი, სახეხი აღჭურვილობა, მიმმართველი სალტე, ცანგა, წამყვანი ვარსკვლავა, მომჭერი მუშტა, პერფორატორებისა და სანგრევი ჩაქუჩების აქსესუარების დამჭერის ნაწილებისა და ა.შ) გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო;
2.15 სწრაფად ცვეთად ნაწილებზე (მცოცავი კონტაქტები, წამყვანი ღვედები და ბორბლები, შუასადებები, დამცავი, ამორტიზატორები, დამატებითი სახელურები, მიმმართველი გორგოლაჭები, აალების სანთლები, დასაქოქი თოკი, საჰაერო და საწვავის ფილტრები და ა.შ); გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სწრაფად ცვეთადი ნაწილის დაზიანება არის ხელსაწყოს ნაწილების ან გადაბმების დეფექტების შედეგი;
2.16 ხელსაწყოზე სერიული ნომრისა და წარმოების წლის არარსებობის, დაზიანების, შეცვლის ან საგარანტიო ბარათზე მათი შეუსაბამისობის შემთხვევაში;

საგარანტიო პერიოდს ემატება ხელსაწყოს სერვისცენტრში ყოფნის დრო


ნივთის შეძენის დღიდან 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდება მაკიტა-ს სავაჭრო ნიშნის ყველა ხელსაწყოზე.

მაკიტა-ს სავაჭრო ნიშნის ყველა ხელსაწყოს მომსახურების ვადა შეადგენს 5 (ხუთი) წელს შეძენის დღიდან.

მომსახურების ვადა ნიშნავს, რომ მითითებული პერიოდის განმავლობაში, „მაკიტა“ იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სავაჭრო ნიშნის ხელსაწყოების მომხმარებლები სათადარიგო ნაწილებით და მომსახურებით.

საგარანტიო პერიოდი, მომსახურების ვადა და მწარმოებლის საგარანტიო ვალდებულებები მითითებულია მხოლოდ ორიგინალურ საგარანტიო ბარათში (საგარანტიო ტალონი).
საგარანტიო ბარათი (ტალონი) არ შედის ინსტრუმენტების მიწოდების კომპლექტში.

საგარანტიო ბარათს (ტალონს) გასცემს და ავსებს დილერი (გამყიდველი) ყიდვა-გაყიდვის აქტის გაფორმების დროს.

მაღაზიის ჩეკი / ქვითარი / ინვოისი / ზედნადები არ შეიცავს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (სერიული ნომერს), რომელიც ადასტურებს, რომ ქვითარი ეკუთვნის ინსტრუმენტს.

კომპანია მაკიტა-ს ძვირფასო მომხმარებლებო!

მაკიტა-ს ინსტრუმენტების შეძენისას მოითხოვეთ საგარანტიო ბარათის (ტალონის) შევსება!