წესები და პირობები 1. შესავალი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Mymakita.ge-ს ონლაინ მაღაზიაში ("კომპანია", "ჩვენს", "ჩვენი", "ჩვენ")!
აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები ("პირობები", "მომსახურების პირობები") არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე -
https://mymakita.ge/ (ერთად ან ცალკე "სერვისი"), რომელსაც ოპერირებს შპს ევრო სერვისი-ს მიერ.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.
ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს და პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას ("შეთანხმებები"). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.
თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე euroservice.ge ძაღლუკა gmail.com იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.
2. კომუნიკაციაჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე euroservice.ge ძაღლუკა gmail.com გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.
3. შეძენა/ყიდვა თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით ("შესყიდვა"), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.
გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
4. შეკვეთის გაუქმება /თანხის დაბრუნება/ანაზღაურება შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის მიწოდებამდე, განთავსებიდან 3 საათში. თანხის დაბრუნება/ ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თავდაპირველი თარიღიდან 15 დღის ფარგლებში.
შეკვეთის დაბრუნება შესაძლებელია, თუ მიწოდებული საქონელი/ნივთი/სერვისი არ შეესაბამება გვერდზე განთავსებულ აღწერილობას/მონაცემებს ან არის დაზიანებული /გაფუჭებული/გამოყენებისთვის უარგისი მიწოდების ან/და ჩაბარების მომენტში. სხვა შემთხვევებში საქონელი/ნივთი/სერვისი ექვემდებარება შეცვლას იგივე ან უფრო მეტი ღირებულების საქონლით/ნივთით/სერვისით
5. შემადგენლობა/კონტენტი ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს შპს ევროსერვის-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
6. აკრძალული გამოყენება თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.
7. ანალიტიკა ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.
8. ანგარიშები როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.
9. შეწყვეტა ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.
თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
10. მარეგულირებელი კანონი წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენს მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.
11. ცვლილებები სერვისში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.
12. დასტური/თანხმობა ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
13. დაგვიკავშირდით გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: euroservice.ge ძაღლუკა gmail.com
მიწოდების პირობები
• ქ. თბილისის საწყობში ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ხდება შეკვეთის განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
• შეკვეთილი (ქ. თბილისის საწყობში მიუწვდომელი) პროდუქციის მიწოდების ვადა და თარიღი დაზუსტდება შეკვეთის განთავსებისთანავე
• მიწოდების საფასური დამოკიდებულია მიწოდების მისამათზე და იწყება 3 ₾-დან
• 300 ₾-დან შეკვეთის შემთხვევაში მიწოდება უფასოა ქ. თბილისის ერთ ნებისმიერ მისამართზე
• პროდუქციის გამოგზავნამდე, მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო ნომერზე
✓ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ პროდუქციის მიტანისას, მომხმარებელი კურიერს არ დახვდება მითითებულ მისამართზე, მოხდება პროდუქციის დასაწყობება ევროსერვისი-ს ქ. თბილისის ოფისში ან საწყობში და მისი გატანა მყიდველს შეეძლება სამუშაო საათებში (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00)
კონფიდენციალურობა კონფიდენციალურობის პოლიტიკა ქვემოთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, ფუნქციონირებს ვებგვერდი (Mymakita.ge), რომელიც გიწევთ მომსახურებას.
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ წესებით. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ არ გამოვიყენებთ, ან არ გავაზიარებთ მიღებულ ინფორმაციას ამ წესების საწინააღმდეგოდ.
ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც წესებსა და პირობებში.
ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მოწოდება, რითაც შევძლებთ თქვენ იდენტიფიცირებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული სახელით, ტელეფონის ნომრით, დაბადების თარიღით, სქესით, შესყიდვის ინფორმაციით, გამოსახულებებით, საფოსტო ინდექსით, ფინანსური ინფორმაციით (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს) და ა.შ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ გამოიყენება თქვენთან საკონტაქტოდ ან თქვენი იდენტიფიცირებისათვის.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
შესვლის მონაცემები ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებულ გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.
მომსახურების მომწოდებელი ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.
ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეს თქვენ პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.
უსაფრთხოებაჩვენ ვაფასებთ თქვენ ნდობას, რომ გვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ საშუალებს მის დასაცავად. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.
სხვა ვებგვერდის ბმულებიჩვენი ვებგვერდი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს სხვა გვერდებზე გადასასვლელად. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიში აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ მას. ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების განხორციელების თაობაზე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის Mymakita.ge -ზე გამოქვეყნებისთანავე.
კონტაქტიკონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: euroservice.ge ძაღლუკა gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:დაგვიკავშირდით: +995 593 550 725 (Telegram, Viber, Whatsapp)
ელ. ფოსტა: euroservice.ge ძაღლუკა gmail.com